Saturday, April 8, 2017

ტრენინგის IX დღე

ძალიან საინტერესოდ წარიმართა ტრენინგის მეცხრე დღეც. გადავხედეთ განვლილ მასალას, მოვისმინეთ ერთმანეთის პროექტების პრეზენტაციები, ყველა საინტერესო და თანამედროვე მოთხოვნების დონეზე იყო გაკეთებული. მომეწონა ნანა მასურაშვილის პროექტი, რომელიც ძალზე აქტუალური თემაა-"წიგნი თუ კომპიუტერი" აგრეთვე მომეწონა ფიზიკის მასწავლებლის თინათინ გოგინაშვილის პროექტი "ფიზიკა ჩემ მომავალ პროფესიაში, მედიცინა და ფიზიკა"
პროექტის ძირეული საკითხები ჩამოვაყალიბეთ, გავაანალიზეთ როგორც  თეორიული ,ასევე პრაქტიკული საკითხები.
ვისწავლე პროექტის შედგენა,როგორ დავეხმარო მოსწავლეებს მათ შედგენაში.
ვფიქრობ, მიღებულ  ცოდნას გამოვიყენებ სასწავლო პროცესში,რომელსაც განვახორციელებ შესაძლებლობის ფარგლებში.
მადლობა   ქეთი ცერაძეს  საინტერესო და შინაარსიანი  ტრენინგისთვის, 

Sunday, April 2, 2017

ტყრენინგის VIII დღე

ტრენინგის მე-8 დღეს გავიმეორეტ განვლილი მასალა, ვისწავლეთ ფასილიტაციის რესურსის შექმნა, გადავხედეთ პორტფოლიოს,  გადავიტანეთ პორტფოლიო ბლოგზე რას მეტად მნიშვნელოვანი და საინტერესო იყო.

Saturday, April 1, 2017

ტრენინგის VII დღე

ტრენინგის მეშვიდე დღესა  გავიმეორეთ ძველი მასალა,შევისწავლეთ ყველა მოსწავლის საჭიროების  გათვალისწინება და დავასრულეთ სასწავლო პროექტის გეგმაზე მუშაობა., რომელსაც სიამოვნებით  გამოვიყენებ  ჩემს პრაქტიკაში.როგორც სხვა დანარჩენი დღეები დრევანდელი დღეც ნაყოფიერი გამოდგა.

Sunday, March 26, 2017

ტრენინგის VI დღე

ტრენინგის მე-6 დღეს გავიმეორეთ წინა მასალა, შევქმენით მოსწავლის პრეზენტაცია, გავეცანით შეფასების რუბრიკას, გადავხედეთ გეგმებს, ეს დღეც ძალზე ნაყოფიერი იყო.

Saturday, March 25, 2017

ტრენინგის V დღე

ტრენინგის მეხუთე დღე იყო ძალიან  საინტერესო, ტრენინგი დავიწყეთ განვლილი მასალის გამეორებით, შევისწავლეთ საავტორო უფლებების დაცვა და გამოყენება, შევქმენით მოსწავლის ბლოგი, მადლობა ქალბატონ ქეთის ასეთი საინტერესო ტრენინგისთვის.


Sunday, March 19, 2017

ტრენინგის IV დღე

მეოთხე დღე დავიწყეთ განვლილი მასალის გამეორებით,შემდეგ განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდი.შევისწავლეთ დროში გაწერილი შეფასების გეგმის შედგენა და გავაკეთეთ პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაცია. ფრიად საინტერესო დღე იყო.

Saturday, March 18, 2017

ტრენინგის III დღე

ტრენინგის მესამე დღეს გავიმეორეთ ნასწავლი მასალა. შემდგომ დავიწყეთ სასწავლო პროექტის გეგმის შესწავლა,  დღევანდელი დღეც ისევე როგორც წინა დღეები იყო საინტერესო.