Saturday, April 8, 2017

ტრენინგის IX დღე

ძალიან საინტერესოდ წარიმართა ტრენინგის მეცხრე დღეც. გადავხედეთ განვლილ მასალას, მოვისმინეთ ერთმანეთის პროექტების პრეზენტაციები, ყველა საინტერესო და თანამედროვე მოთხოვნების დონეზე იყო გაკეთებული. მომეწონა ნანა მასურაშვილის პროექტი, რომელიც ძალზე აქტუალური თემაა-"წიგნი თუ კომპიუტერი" აგრეთვე მომეწონა ფიზიკის მასწავლებლის თინათინ გოგინაშვილის პროექტი "ფიზიკა ჩემ მომავალ პროფესიაში, მედიცინა და ფიზიკა"
პროექტის ძირეული საკითხები ჩამოვაყალიბეთ, გავაანალიზეთ როგორც  თეორიული ,ასევე პრაქტიკული საკითხები.
ვისწავლე პროექტის შედგენა,როგორ დავეხმარო მოსწავლეებს მათ შედგენაში.
ვფიქრობ, მიღებულ  ცოდნას გამოვიყენებ სასწავლო პროცესში,რომელსაც განვახორციელებ შესაძლებლობის ფარგლებში.
მადლობა   ქეთი ცერაძეს  საინტერესო და შინაარსიანი  ტრენინგისთვის, 

2 comments:

  1. გეთანხმებით, მართლაც რომ საინტერესო ტრენინგი იყო. თქვენი პროექტი ძალზედ საინტერესო და ბევრის მომცემია. რაც მთავარია მისი პრაქტიკულად განხორციელება შესაძლებელია და მოსწავლეთა უამრავი უნარის გამომუშავების საწინდარია.
    გისურვებ წარმატებებს.
    ვიმედოვნებ,რომ მომავალშიც ვითანამშრომლებთ.

    ReplyDelete
  2. ქალბატონო დარეჯან მომეწონა თქვენი პროექტის პრეზენტაცია, გისურვებთ წარმატებებს პროფესიულ საქმიანობაში.

    ReplyDelete